ნანკა კალატოზიშვილმა ახალ თეატრს 240,10 ლარი გადაურიცხა.
მსახიობმა გადარიცხვის ამსახველი ქვითარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დააწერა: წერტილი!!!
ინფორმაციისთვის, მსახიობს თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვალეობამ წერილი გაუგზავნა და 5 დღის ხელფასის უკან დაბრუნება მოსთხოვა.














