წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ოპერაცია უტარდება

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, – ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, სულ კლინიკებში 19 პაციენტია გადაყვანილი.
„11 მათგანი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის ფილიალში. ორ პაციენტს უტარდება ოპერაცია, როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ასევე „ჯეო ჰოსპიტალსში“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება.
ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ჯამში 19 პირია დაშავებული.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს