წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის წარმომადგენელი ესტუმრა

მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის – Silk Road Wines-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აშშ-ის არმიის ვეტერანი იანიკ არაკელოვი ესტუმრა.

საქართველოს თავდაცვის სმაინისტროს ცნობით, ამერიკელმა ვეტერანმა ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იანიკ არაკელოვმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. აშშ-ის არმიის ვეტერანმა ქართველ სამხედროებს ამერიკული ფონდის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო სექტემბერში ფლორიდაში დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელსაც ფლორიდაში მოქმედი კომპანია Silk Road Wines 11 სექტემბერს გამართავს. ღონისძიებას „დაჭრილ მებრძოლთა თამაშებში“ მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი თანმხლები პირები დაესწრებიან. ღონისძიებაზე გაიმართება აუქციონი, შემოსული თანხა კი, „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდში“ გადაირიცხება და ქართველი სამხედროების საჭიროებების მოგვარებას მოხმარდება.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – ვფიქრობ, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით საკითხებს მედიით ვერ გადავწყვეტთ
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს