წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს – იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებიდან მისთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართულია. ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკაში მისი ფორმალურად დაბრუნება.

„წერილიდან ის გავიგე, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში და ამიტომ ვთვლი, რომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს. ბიძინა ივანიშვილი კელი დეგნანს თუ სხვა ელჩებს უნდა შეხვდეს არა ისე, რაც შემდეგ ბევრ კითხვას იწვევს, არამედ ცხადად, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ამ ქვეყნისთვის სწორი ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. კითხვები იმიტომ არსებობს, რომ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, მაგრამ ყველა სხვა გარემოება ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულია“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა აჩვენა, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი, იგი ანადგურებს მითს ქველმოქმედის შესახებ – გახარია
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ივანიშვილის წერილით საკმარისი გაიგო, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა, ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა – ყაველაშვილი