წერილი მიუთითებს, თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბიძინა ივანიშვილი – თალაკვაძე

“ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის გამჭვირვალედ და ძალიან პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა რჩება იგივე. ის ეუბნება თავის საზოგადოებას სიმართლეს, ვინაიდან დღეს სიმართლეც, თუნდაც უბრალო, თუნდაც პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოება არის ახლა ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, საზოგადოება დღეს უკვე ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ”,-ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე “პალიტრანიუსის” ეთერში პარტიის დამფუძნებლის წერილზე.

banner
წინა სტატიაშისერიოზული კითხვები გააჩინა წერილმა, ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს – კობახიძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიამოლოდინი გამართლდა და განმტკიცდა, ხოლო ვინც მანიპულაციების ტყვეობაშია, მისი მოლოდინი გაცუდდა