22.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

“წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს?” – შარმანაშვილი რიჟვაძის წერილზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დასადგენია, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თუ არა წერილი, რომელიც პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა.

„დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს? ექსპერტიზა ჩატარდა უკვე? ეს ასე არ ხდება, თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან რაღაც წერილი დაწერა, თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება შეაფასებს ამას და მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას… ამ წერილის ასლიც არ დევს ხომ? მოყოლით იციან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე – დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.
დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.
ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები – ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, – აღნიშნულია იმედის მიერ გავრცელებულ წერილში,რომელიც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

banner
წინა სტატიაშირიჟვაძე გადარჩება, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, დანარჩენი სულ ყვითელი ამბებია – ბუკა პეტრიაშვილი
შემდეგი სტატიაარჩევნებში დადასტურებულად მონაწილეობას აპირებს “ძლიერი საქართველოს” ამომრჩეველთა 40% და გახარიას ამომრჩეველთა 46% – ISSA