წერილი გავუგზავნე ევროპული კომიტეტის თავმჯდომარეს, მივიღე ესეთი წერილი, სადაც ბოდიშიც კი მომიხადეს – ევა გოცირიძე

ევა გოცირიძეს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად გამოცხადებულ ახალ კონკურსში მონაწილეობას. მან ამის შესახებ რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. ევა გოცირიძის თქმით, კრიტერიუმების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს მიიღებს თუ არა კონკურსში მონაწილეობას.

ევა გოცირიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პრეტენზიებსაც გამოთქვამს. მისივე განცხადებით, მან ევროპული კომიტეტის თავმჯდომარეს წერილიც გაუგზავნა.

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს სწორი დეფინიციაა, რომ ჩემი კანდიდატურა დაიწუნეს, იმდენად, რამდენადაც ფორმულირება, დასაბუთება, რაც გამოქვეყნდა არის ძალიან ბუნდოვანი, იქ არ წერია, რომ ყველა კანდიდატი იყო არაკვალიფიციური, იქ იყო ნათქვამი, რომ ყველა კანდიდატი არ არის მაღალკვალიფიციური, უფრო მეტი დაზუსტება და განმარტება არც კომიტეტს გაუკეთებია და არც არავინ არ იცის. ჩემი პრეტენზიები მაქვს არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომლებმაც მეტისმეტად უსამართლო შეფასება განახორციელეს ჩემს მიმართ. წერილი გავუგზავნე ევროპული კომიტეტის თავმჯდომარეს, სადაც გამოვთქვი ჩემი პრეტენზიები იმ პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც საკუთრივ ევროსაბჭოში ჩატარდა და იქიდან მე მივიღე ესეთი წერილი, სადაც ბევრი ჩემი სამდურავი იქნა გაზიარებული და ბოდიშიც კი მომიხადეს,“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე – ლუკავას ოჯახი და ენმს-ს წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა