წერეთლის 59 ნომრის მოსახლეობა ადგილზე სასტუმროს შესძლო მშენებლობას აპროტესტებს

წერეთლის 59 ნომერში მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციას მოთხოვნით შეიკრიბნენ დღეს ადგილობრივები. საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების ინფორმაციით მერია ტერიტორიის კერძო ინვესტორისთვის მიცემას აპირებს, რის შემდეგაც ადგილზე სასტუმრო ან საცხოვრებელი სახლი უნდა ააშენონ.

ისინი მერიას მშენებლობის ნებართვის არგაცემისკენ, რაიონულ გამგეობას კი მოედნის რევოლუციისკენ მოუწოდებენ. საპროტესტო აქციას თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი შეურთდა. მისი თქმით, აღნიშნულ ადგილზე სასტუმროს აშენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და მერიიდან ცდილობენ, რომ არჩევნებამდე რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მეფე კვირიკე მესამის საფლავი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია”ევროპული საქართველოს” რუსთავის მერობის კანდიდატი მარისხევის მოსახლეობას შეხვდა