წერეთლის 117-ში ცეცხლი ლოკალიზებულია-დამწვარია 250 კვადრატული მეტრი ფართობი

წერეთლის 117-ში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ცეცხლი წერეთლის 117-ში მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიას გაუჩნდა. მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი მუშაობდა.ხანძრის შედეგად დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართობი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში ძლიერი ხანძარია წერეთლის 117-ში
შემდეგი სტატიაშსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა