წერეთელი – უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გონივრული შეთავაზებები აგვაშორებს პოლიტიკური ჩიხს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესსა და ოპოზიციის მომავალ გეგმებს ეხმაურება.

წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფრომაცია იქნება ცნობილი და მასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.

წერეთლის თქმით, მთელი პროცესი მიმართულია იმისაკენ, რომ ხელისუფლებამ თავად მიიღოს გადაწყვეტილება და არ იმეორებდეს ერთი და იგივეს.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ არსენალში არსებობს მრავალი ტაქტიკური სვლა, რაც მოიცავს კანონიერი ფორმებით პროტესტსა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას, შესაბამისად, ხელისუფლებამ ორიენტაცია უნდა აიღოს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისაკენ.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში იქნება უფრო მეტი ინფორმაცია და მასთან ერთად იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, პირველ რიგში მივმართავ და მთელი ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს თავად გადაწყვეტილება და არ იმეორებდეს ჯიუტად ერთი და იგივეს. ოპოზიციას აქვს თავისი გაცხადებული მოთხოვნები, ეს პაკეტი არ იცვლება, შესაბამისად, თუ არ იქნება კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, როდის იქნება ვადამდელი არჩევნები და რა იქნება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რათქმაუნდა, მაშინ, ეს პროცესი შევა ჩიხში.

იმედი მაქვს, რომ საღი აზრი არსებობს და ყველასთვის ნათელია, რომ ასე ვერ გაგრძელდება ეს პროცესი ვერანაირად, ამას სჭირდება განმუხტვა და შესაბამისად უნდა იყოს პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან გონივრული წინადადებები, რაც მოიტანს უფრო საინტერესო დისკურსს პერსპექტივის თვალსაზრისით და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც ეხება კონკრეტულ მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან.

ოპოზიციურ არსენალში ყოველთვის არსებობს რაღაც ტაქტიკური სვლები, ეს არის პროტესტი და სხვა კანონიერი ფორმების გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლა. ერთპარტიული პარლამენტი საკმაოდ აზიანებს საქართველოს იმიჯს და მის მომავალ ამოცანებს, ამიტომ, ამისკენ უნდა იყოს ორიენტაცია აღებული და მე იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდში იქნება უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ხელისუფლების მხრიდან და შესაბამისად, ოპოზიციაც ამ კონკრეტულ ნაბიჯებზე ღიად ისაუბრებს.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, რომელიც ორი ახალგაზრდის პროექტია
შემდეგი სტატიამე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა