წერეთელი: თუ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ შეხვედრებს მართლა ექნება, რეალური, საქმიანი დატვირთვა და იქნება პოლიტიკური ნების გამოხატულებაც, ბუნებრივია ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ.“

„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები სრულ დისონანსშია ერთმანეთთან.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან და შემდგომ უკვე ამას ძალიან სწრაფად გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს არის სრულ დისონანსში ერთმანეთთან. იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რომ ის დაიწყებს თანხმობის პროცესს, ჩემი აზრით ძალიან სწრაფადვე შეხვდა დიდი წინააღმდეგობა უკვე იმ მოსაზრებების სახით, რაც ჩვენ მმართველი პარტიის რამდენიმე ლიდერისგან მოვისმინეთ, გარკვეული ისეთი პირობების წამოყენებით, რომელიც თავისთავად ჩიხში შეიყვანს ამ პროცესს. ამიტომ არის ბევრი კითხვის ნიშანი, ამიტომ ჩვენც ვართ მოლოდინის რეჟიმში თუ რას ნიშნავდა ეს ინიციატივა, უფრო სწორად რას ნიშნავს მისი პრაქტიკული გამოვლინება , რა მოხდება და როგორ, რა ნაბიჯებია დაგეგმილი. ეს ალბათ გაირკვევა იმ შეხვედრებზე, რომელიც ასევე დაანონსდა და თუ ამ შეხვედრებს ექნება მართლა, რეალური, საქმიანი დატვირთვა და იქნება პოლიტიკური ნების გამოხატულებაც, ბუნებრივია ჩვენ ამაში მივიღებთ მონაწილეობას.“ – განაცხადა წერეთელმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა გიორგი კალანდაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ნანუკა ჟორჟოლიანი 80 ლარით დააჯარიმა