წერეთელი – სიძულვილის შემცველი ბანერები გადაკრულია ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ ბანერებზე

მაშინ, როდესაც პანდემიის დროს ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სიძულვილის შემცველი ბანერები ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ ბანერებზეა გადაკრული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც გუშინ გავრცელებულ ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!” გამოეხმაურა.

„ხელისუფლებას, სამწუხაროდ არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის, გარდა სიძულვილის ენისა და დაპირისპირებისა, ყოველგვარ ეთიკის ჩარჩოს სცილდება ის, რაც ხდება. კიდევ უფრო ცინიკური და ბოროტულია ეს ბანერები, რომელსაც ავტორიც არ ყავს, ბანერები გადაკრულია ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ ბანერებზე მაშინ, როდესაც პანდემიის მართვის პროცესში ვაქცინაცია მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასე, რომ ხელისუფლება გვეუბნება: ის კი არ არის მთავარი, რომ სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ დამახინჯებული ფაქტებით იმის თქმა, რომ უნდა ვიყუროთ წარსულისკენ და ვიღაც უნდა გვძულდეს, ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და მათშორის ეს ფაქტიც არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება უმოკლეს ხანში“, – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა
შემდეგი სტატია“პატრიარქი უნდა გამომეცხადებინა ცოდვილად” – მეუფე სტეფანემ “დესტრუქციის მცდელობისთვის” სასულიერო პირები განკვეთა[ვიდეო]