წერეთელი შეზღუდვების მოხსნაზე: საზოგადოებას და ბიზნესს სჭირდება ზუსტი ინფორმაცია, რათა დაგეგმოს ცხოვრება

აპირებს თუ არა მთავრობა 15 ივლისის შემდეგ შეზღუდვების მოხსნას – საკითხით ოპოზიციონერი დეპუტატები ინტერესდებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია საზოგადოებამ და ბიზნესმა იცოდეს, რა რეალობის წინაშე დადგებიან 15 ივლისის შემდეგ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, აუცილებლად უნდა გაირკვეს ფრენებთან დაკავშირებული საკითხები.

„პანდემიასთან დაკავშირებით საზოგადოებას სჭირდება უფრო ზუსტი ინფორმაცია, ეს სჭირდება ბიზნესს და ყველა ადამიანს, რათა დაგეგმოს ცხოვრება. შესაბამისად, საჭიროა მეტი მკაფიოობა იყოს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მნიშვნელოვანია ასევე ფრენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან და საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი.

მმართველ გუნდში აუცილებლობად არ მიაჩნიათ საზოგადოებას აცნობონ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საცურაო აუზებთან დაკავშირებით.

საკითხით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ინტერესდებიან და მთავრობას საზოგადოების დროული ინფორმირებისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა მარშმა“ პოლიტიკური პარტია დააარსა
შემდეგი სტატიამდინარაძე ქართულ მარშზე: ასევე გყვავს კრიმინალური ჯგუფები – ენმ და ევროპული