წერეთელი – შეთანხმება არის აუცილებელი ამა თუ იმ ფორმით, იქნება ეს მედიატორის დახმარებით თუ პირდაპირი მოლაპარაკების გზით ოპოზიციასა და ხელისიფლება შორის

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკების პროცესს ეხმაურება.

წერეთლის თქმით, სამწუხაროა, რომ შეთანხმება ვერ შედგა და ამაზე მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ამაზე საერთაშორისო პარტნიორებმაც არაერთხელ გააკეთეს აქცენტი.

წერეთელმა აღნიშნა, რომ კრიზისის მოგვარება აუცილებელია და ამას სჭირდება შეთანხმება რაიმე ფორმით, იქნება ეს მედიატორის საშუალებით თუ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ოპოზიციასა და ხელისიფლება შორის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ შეთანხმება არ შედგა და აქ არაერთხელ იყო საუბარი იმაზე , თუ კონკრეტულად ვინ უფრო მეტადაა პასუხისმგებელი ამ შეთანხმებაზე, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი და ამაზე ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმაც, პარტნიორებმაც არაერთხელ გააკეთეს აქცენტი.

ეხლა, ამ მოცემულობაში, ჩვენ გვრჩება ერთი რამ. იმისათის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ რთული ვითარებიდან, შეთანხმება არის აუცილებელი ამა თუ იმ ფორმით, იქნება ეს მედიატორის თუ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ოპოზიციასა და ხელისიფლება შორის.
მე ვფიქრობ, რომ უფრო მომწიფებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც მომწიფებული პოლიტიკური კლასია და ხელისუფლებას კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობა, არ უნდა იყოს საჭირო საერთაშორისო მედიატორების ამგვარი ჩართულობა და მათზე დამოკიდებულება. ძალიან კარგია, რომ არსებობს ეს ინსტრუმენტი,მაგრამ შესაძლებელი უნდა იყოს ქვეყნის შიგნით ამის მოგვარება.

დღეს, ისევ და ისევ, პირველ რიგში, ხელისუფლების მოედანზეა ბურთი და ასევე ოპოზიციას უკვე არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ მას კონკრეტულ საკითხებზე, რაც ეხება ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, რეფორმებს და ა.შ, ის მზად არის მოლაპარაკებებისათვის.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა და გონიერება, გამოსულიყო იმ ჩიხიდან, რომელშიც ნებაყოფლობით შევიდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა დეგრადირებულ ჯგუფად