წერეთელი სენატორებზე – აღინიშნა, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება

23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა. ხელისუფლება სენატორიების კრიტიკას არ იღებს და ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მსგავსი კრიტიკა იმის მტკიცებულება იყო, რომ საქართველოში ოლიგარქიული ხელისუფლება არსებობს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია.

“აღინიშნა არაერთხელ, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მათ შორის შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და კომპრომისები უნდა გაკეთდეს. ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი იყო, არჩევნების შეფასებისას ძალიან მკაფიოდ ითქვა მთელი იმ ნეგატივის შესახებ, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა. საუბარი იყო ასევე სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში და ამ არეულობით და პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ რუსეთი იგებს”, – თქვა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოში pfizer-ის ვაქცინა ჩამოდის
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს და მის მოქალაქეებს