წერეთელი საბანაძეზე – როგორც ჩანს, მისთვის შეუთავსებელი გახდა მთავრობის საგარეო პოლიტიკა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ევროკავშირში საქართველოს ელჩისა და ქართული მისიის ხელმძღვანელის, ნატა საბანაძის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

წერეთლის თქმით, როგორც ჩანს, ელჩისთვის შეუთავსებელი გახდა ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება საგარეო ფონზე ახორციელებს და ეს გახდა მიზეზი, მისი თანამდებობიდან გადადგომის.

“ასეთ ვითარებაში, როცა მოლაპარაკებები არის ინტენსიური, მართალია, ამ ეტაპზე ჩაშლილი, მაგრამ პროცესი მაინც მიდის, ელჩის გადადგომა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ელჩი 8 წელია ამ სამსახურშია, როგორც ჩანს, ამ მომენტში, გახდა შეუთავსებელი ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს საგარეო ფონზე, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან მიმართებაში.

ალბათ, ძალიან ძნელი იყო ელჩისთვის იმ ყველაფერზე მუშაობა და ამის რაღაცნაირად შელამაზება, თუ კიდევ უფრო შორს არ წავალთ, რომ ხდება პრაქტიკულად ამ დასავლური ვექტორიდან საკმაოდ დისტანცირება, როგორც ჩანს, ეს იყო ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ის წავიდა”. – ამბობს წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ოპოზიციამ მოლაპარაკების პროცესში შეთანხმება და დათანხმება ერთმანეთისგან ვერ განასხვავა
შემდეგი სტატიაგერმანიაში ქართველი ემიგრანტები ჰუბერტ ქნირშს პოლიტიკურ კრიზისში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ