წერეთელი: რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, უკრაინის მოქალაქე გენერლის დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება

„ეს ადამიანი დღეს არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ძალიან გვაინტერესებს თუ სად არის აქ საქართველოს ხელისუფლების როლი.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი გენერალ გიგი კალანდაძის დაკავებას

„გენერალ კალანდაძის დაკავება სიმართლე გითხრათ უცნაური ამბავია. ყველას აქვს ინტერესი თუ რაშია საქმე და რატომ მოხდა ეს დაკავება გერმანიაში. ეს ადამიანი დღეს არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ძალიან გვაინტერესებს თუ სად არის აქ საქართველოს ხელისუფლების როლი. იმიტომ რომ ის იყო დაკავებული, შემდგომ მისი ბრალი, როგორც ვიცით იმ ცხრათვიან პერიოდში ვერ დამტკიცდა და გაათავისუფლეს, ახლა რა მოხდა არ ვიცით. ორ საკითხს გამოვყოფ. ერთი ეს არის, რომ ამ რაღაცა თანხმობის ფონზე თუ ამ პერსპექტივის ფონზე ახლა კიდევ ახალი დაკავებები რამდენად არის ადეკვატური. ხოლო მეორე საკითხია, უკრანიას დღეს აქვს ძალიან გამწვავებული ურთიერთობა, მთელი მსოფლიო უკრაინის თანამდგომია ამ პროცესში და სამხედროს, რომელიც დღეს უკრაინაშია, დაკავება რბილად რომ ვთქვათ უცნაურად გამოიყურება.“ – განაცხადა წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ნანუკა ჟორჟოლიანი 80 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: მოლაპარაკებებზე ჩვენი წინადადებებით მივალთ