წერეთელი – „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმედ აქვს საქმე

სრული პასუხისმგებლობა ამ დანაშაულში, არა ოპოზიციას ან ტელევიზიებს, არამედ ხელისუფლებას ეკისრება, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივანმა, გიგი წერეთელი ე.წ. უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები.

„დაბალი განვითარების, თუ აღქმის პათოლოგიის მქონე უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ პასუხისმგებლობას ოპოზიციას ან ტელევიზიას აბრალებდეს და ხელისუფლებას ვერ ხედავდეს, როგორც მთელი ამ პროდუქციის მთავარ მწარმოებელს. ეს გარჩევები შიგნით, გადაბრალება, ხელის გაშვერა მაშინ, როცა ჯერ გამოძიებაც არაა დაწყებული, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან მძიმედ არის საქმე, სწორედ წაგებისა და შეცვლის შიში ამოძრავებთ მათ, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ“, – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებზე – ხომ არ არის თეორიულად შესაძლებელი, რომ აქ ჩართული იყვნენ გახარია და ხოჯევანიშვილი
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს ერთ-ერთი მოძღვრის მიერ ჩემთან გამოგზავნილი მოლოცვის შეტყობინება – ამასაც კი აღრიცხავდნენ