წერეთელი პროკურატურას: ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს

არც ვაღიარებ და არც ვინანიებ, იმიტომ, რომ რაც არ ჩამიდენია, რა უნდა ვაღიარო- ასე უპასუხა ავთანდილ წერეთელმა პროკურორის კითხვას, აღიარებს და ინანიებს თუ არა ჯაფარიძე-ხაზარიძესთვის ფულის მიცემას.

წერეთელმა დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ იზიარებს:

“შეიძლება შეხედულება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს, ან ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის „გადაგდება“ ან მე რაში მჭირდებოდა.

როდესაც მთხოვეს სესხი, ამას წინ უძღოდა წინა წლები – მათ ნასესხები ჰქონდათ დიდი თანხები და დაბრუნებულიც ჰქონდათ”, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა ADB-სა და JICA-სგან 200 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის წევრები აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ