წერეთელი – პროცესს, ევროკომისიაში საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ხელისუფლება თავისი ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებს

„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მხარე აირჩია , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ევროკომისიასთან და ევროპარლამენტარებთან მუშაობდეს, ცეცხლია გახსნილი და კონფრონტაცია კიდევ უფრო ღრმავდება.

„საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ფრონატაციისა და დაპირისპირების ყველაზე ცუდი მიმართულება აირჩია, რაც მათ კიდევ ერთხელ აყენებს რუსულ ხაზზე, რადგან მათ დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი უპირისპირდება. იმის მაგივრად, ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება მუშაობდეს ევროკომოსიასთან, მათ შორის ევროპარლამენტარებთან, პრაქტიკულად ცეცხლია გახსნილი და ეს კონფრონტაცია კიდევ უფრო ღრმავდება, რაც ვფიქრობ, პროცესისთვის, რისი შანსიც ჯერ კიდევ არის, რომ ევროკომისიაში საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და მისი პერსპექტივისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ხელისუფლება თავის ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში„დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების” პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკს გააძლიერებს – ვართ ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს