წერეთელი – ხელისუფლების უმოქმედობა და მოქმედებაც, მთავარი დამაზიანებელი გახდა ევროინტეგრაციის პროცესში

ხელისუფლების უმოქმედობა და მოქმედებაც, მთავარი დამაზიანებელი გახდა ევროინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ევროკავშირის წევრობის სტატუსზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, „ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია ევროკავშირის წევრობის სტატუსის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ, არც მოულოდნელი”.

პოლიტიკოსის შეფასებით, იმედი, რომ ხელისუფლებას კიდევ შეუძლია რამის გამოსწორება, ილუზიაა.

„ხელისუფლების უმოქმედობა და მოქმედებაც, მთავარი დამაზიანებელი გახდა ამ პროცესის. მიუხედავად ათასჯერ გაფრთხილების, თხოვნის, კრიტიკის, ქვეყნის შიგნით თუ გარედან, მმართველი ძალის სტრატეგია არ შეიცვალა და შედეგიც სათანადო მივიღეთ.

ახლა ისევ დასავლეთის დადანაშაულება და ლანძღვა მიდის, ოპოზიციაზე შეტევა, მშვიდობით და სტაბილურობით სპეკულირება, იმავე სტილით, როგორიც რუსეთში, ბელორუსში თუ მსგავს რეჟიმებში აქვთ.

ამიტომ , იმედი, რომ ამ ხელისუფლებას კიდევ შეუძლია რამის გამოსწორება, ან სურვილი აქვს, მხოლოდ ილუზიაა.

საქართველოსთვის მოქალაქეებისთვის გამოცხადებული ახალი ევროპული პერსპექტივის რეალიზება და ქვეყნის მომავლის გადარჩენა, მხოლოდ ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ, დემოკრატიულად არჩეულ , ახალ ხელისუფლებას შეეძლება. ეს უნდა იყოს ყველა გონიერი პატრიოტის სასწრაფო და უმთავრესი მიზანი”, – აცხადებს წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიმაიკლ კარპენტერი – რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო
შემდეგი სტატიაგერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად გადაუდებელ ზომებს მიმართავს