წერეთელი – ხელისუფლების ქმედებები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს და მიგვაქანებს რუსეთთან ალიანსისკენ

„პირველად არ გვესმის აშშ-ისა და ჩვენი სხვა პარტნიორი ქვეყნის მაღალჩინოსნების მხრიდან განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის ვითარება, რაც არის საქართველოში, ის ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ არ გადადგა, სასამართლო რეფორმის, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, ასევე საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს, შესაბამისად, არ არის არანაირად თანხვედრაში იმ ყველაფერთან, რის გამოც ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ვართ ან გვინდა ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ. თუ ამას შეგნებულად არ აკეთებ, მაშინ ტყუილია, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიდის და ჩვენ, სამწუხაროდ, ამ პროცესის მომსწრენი ვართ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ალიანსში ხარ რუსეთთან, რაც არის ძალიან მძიმე რეალობა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – შერიგება არ გულისხმობს, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში
შემდეგი სტატიაბასილაია – მესამე პრეზიდენტი იყო დევნილი, სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური და მშვიდობიანი