წერეთელი – ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს მათი მხრიდან გარკვეულწილად სანქციის ფორმაა

ქვეყანა ვალებში იხრჩობა. ძალიან კარგად ვიცით, კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა, თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ევროკავშირის დახმარებაზე, ამას არავინ დაიჯერებს, ეს არის ზღაპარი – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, იმ პოლიტიკის სრული დამსახურება, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ვალდებულებებთან.

„ხელშეკრულებიდან გასვლა, ზოგადად დემოკრატიის მდგომარეობა და მართველობის ის მოდელი, რაც დღეს საქართველოშია, ასევე ხელისუფლების მხრიდან განცხადებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ქვეყანა ვალებში იხრჩობა, ძალიან კარგად ვიცით კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა, თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ამ დახმარებაზე, ამას ვინ დაიჯერებს, ეს ზრაპარია და მხოლოდ იმისთვისაა, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ და უთხრან – „ნახეთ რა მაგრები ვართ, არ ვეპუებით ევროკავშირს“. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნისთვის ნაბიჯი სანქციისკენ. ის, რომ ვერ იღებს ქვეყანა დახმარებას, ეს გარკვეულწილად სანქციის ფორმაა და ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, თუ მას რეალურად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება
შემდეგი სტატიაჩხენკელი – 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქში თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება