წერეთელი – დიდი კრიტიკული მასის არსებობა არის ხელისუფლების დამარცხების გარანტია და არა რაღაც მექანიკური გაერთიანებები

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ნებისმიერ გაერთიანებაზე საუბარი, რომელსაც არ აქვს შინაარსობრივი ერთობა და ტექნიკური ხასიათისაა, რათა ბარიერი გადაილახოს, არარეალისტურია.

„ეს არ მოიტანს შედეგს და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმოქმედებს. პარტიებისთვის მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააქტიურდეს და რაც შეიძლება მეტმა გაიგოს, თუ რისი გაკეთება სურთ პარტიებს. “ევროპული საქართველო” სწორედ ამას აკეთებს.

მხოლოდ დიდი კრიტიკული მასის არსებობა არის გასაღები და გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს არჩევნებზე და არა რაღაც მექანიკური გაერთიანებები, რომელიც არარეალისტური იქნება“ – განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანი – სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის პრიორიტეტებს შორისაა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები – ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს