წერეთელი – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ნათლად გამოხატა სენატორმა რიშმა, რაც არის დიდი იმედგაცრუება

„ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო შეფასებებს, ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება, ეუთო/ოდირის მისია ძალიან მძიმე დარღვევებზე მიუთითებდა, შესაბამისად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ნათლად გამოხატა სენატორმა რიშმა, რაც არის დიდი იმედგაცრუება, მათი მხრიდან მხარდაჭერის მიუხედავად ყველა არჩევნების შეფასება უარესდება.

ეს არის ძალიან დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს იმედგაცრუება არ უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში, ახლა მეორე ტურია მოსაგები და ამის შემდეგ საჭიროა ამ სისტემის დემონტაჟი და ახალი ნორმალური პროცესის წარმართვა ქვეყანაში, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან ასეთ შეფასებებს აღარ მოიტანს“-ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი: „ქართველ ხალხს ვულოცავთ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის ჩამოშლის, რევოლუციური მეთოდებით ხელისუფლებაზე და ხალხზე ძალადობის გეგმა არ განხორციელდა“
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: „მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიას და გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა“