წერეთელი – ჩვენ ვხედავთ ჟონგლიორობას ციფრებით, პროპორციული არჩევნების დაპირებით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების გადაგდებით, მუდმივი კუნთების თამაშით

,ჩვენ ვხედავთ ჟონგლიორობას ციფრებით, პროპორციული არჩევნების დაპირებით, ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების გადაგდებით, მუდმივი კუნთების თამაშით, როდესაც ცდილობენ, რომ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და საბოლოო ჯამში მიაღწიონ იმას, რომ დადგნენ რომელიმე ერთი პარტიის წინააღმდეგ, ეს არის მათი აპრობირებული მეთოდი. მინდა შევახსენო ყველას, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, ჩვენი საზოგადოება, რომელსაც ნამდვილად აღარ უნდა და აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამ ყველაფრის გაგრძელება ამგვარად, ეკონომიკა იქნება ეს თუ პოლიტიკური პროცესი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფუჭია ეს გასროლილი სიტყვები, ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი ხალხი, დარწმუნებული ვარ ისინი უარს ეტყვიან „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – პენიტენციურმა სამსახურმა უკან მას შემდეგ დაიხია, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა მძაფრი პროტესტი
შემდეგი სტატიამომავალმა თაობებმა უნდა იცოდეს ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული – კალაძე