წერეთელი – ბაიდენი-პუტინის საუბარში საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპაციის არ ხსენება მიანიშნებს იმას, რომ პოლიტიკური ბრძოლა საგარეო ველზე არ არის საკმარისი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს შორის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

გიგი წერეთლის თქმით, ბაიდენის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა ძალიან კარგია, თუმცა ამავდე დროს, საქართველოს ოკუპაციის არ ხსენება დამაფიქრებელია და მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლა საგარეო ვალზე არ არის საკმარისი.

„ის, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და ჩამოთვალა ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი, რომელიც ამერიკის ინტერესის სფეროშია, ეს იქნება ბირთვული შეიარაღება, ნავალნის მოწამლვა, დემოკრატიის საკითხები, ენერგეტიკა და სხვა.

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი და იმედს გვაძლევს, მაგრამ ჩამონათვალში საქართველოს სუვერენიტეტი და ოკუპაცია რომ არ არის ნახსენები, ეს არის ძალიან დამაფიქრებელი და მიანიშნებს იმას, რომ პოლიტიკური ბრძოლა საგარეო ველზე არ არის საკმარისი და გაცილებით მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ამ მაღალი მოლაპარაკებების დღის წესრიგში.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტს ხვალ უყრის კენჭს
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო