წერეთელი – ამ ეტაპზე სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ და რაც მთავარია, უნდა დასრულდეს მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება

„ხელისუფლება გარდა იმისა, რომ დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილი და აიღო ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა, ამით ახლა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პასუხისმგებლობას“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებიც, უფლებადამცველებიც და სხვებიც, ვინც ერკვევიან ვითარებაში, ყველა ამტკიცებს უკვე, რომ მისი გადაყვანა სასწრაფოდ არის აუცილებელი მრავალპროფილურ კლინიკაში. ამის ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს. თუ ეს ასე არ ხდება, ხელისუფლება გარდა იმისა, რომ დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილი და აიღო ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა, ამით ახლა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პასუხისმგებლობას, მძიმდება თავად მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაც საპატიმროში. ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ წუთისთვის, რა თქმა უნდა, არის მისი გადაყვანა შესაბამის საავადმყოფოში, სადაც იქნება სრული მოცულობა იმ სერვისების, იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ხოლო მთავარი გადაწყვეტილება ამის არის, რომ პოლიტიკურ შურისძიებას თავი უნდა დაანებონ და სააკაშვილი გაათავისუფლონ საპატიმროდან.“ – განაცხადა წერეთელმა

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის შესაბამის სტაციონარში გადაყვანას საჭიროებს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში 70 ოჯახს ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდება
შემდეგი სტატიაბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო