„წელს სხვა გარემოებებია“- სერგეენკო პრეზიდენტის ანგარიშზე მინისტრების დასწრების მიზეზს ხსნის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე მინისტრთა კაბინეტის დასწრება, გარემოებებმა გამოიწვია.

კითხვაზე, თუ რატომ იყო ჯანდაცვის მინისტრისთვის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში გასულ წელს უინტერესო და რატომ გახდა წელს საინტერესო, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ შარშან სხვა გარემოებები იყო.

„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, აქ ჩემს პიროვნულ შეხედულებებს არანარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შარშან იყო სხვა გარემოებები, წელს არის სხვა გარემოებები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ

banner
წინა სტატიაში„მთავრობა საქმიანობაში გაითვალისწინებს იმ მოსაზრებებს, რომელიც დღეს პარლამენტში გამოითქმება“
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს