წელს საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში უკვე ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი ღვინო

news
ავტ.: news ივლისი 5, 2016 11:23

წელს საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში უკვე ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრებისმიმართულებით: ჩინეთი – 148% (1 884 665), უკრაინა – 82% (2 286 977), რუსეთი – 56% (10 198 085), ბელარუსი – 96% (462 547), ლიტვა – 31% (260064), პოლონეთი – 34% (1 070 454), ესტონეთი – 64% (331 884), ყირგიზეთი – 89% (149 666), გერმანია – 55% (166 636), კანადა – 16% (96 300), დიდი ბრიტანეთი – 43% (58 366) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 10 198 085 ბოთლი; უკრაინა -2 286 977 ბოთლი; ჩინეთი – 1 884 665ბოთლი; ყაზახეთი- 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი -1 070 454 ბოთლი.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 2 626 364 ბოთლი, „მუკუზანი“ – 1 006 732 ბოთლი, „წინანდალი“ – 830 149 ბოთლი, „ახაშენი“ – 426 899 ბოთლი, „ქინძმარაული“ – 132 033 ბოთლი და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 710 997 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 47%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 78,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 6 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 58,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

news
ავტ.: news ივლისი 5, 2016 11:23