წელს პირველად, 6 სექტემბერს, ზუგდიდში, თხილის ფესტივალი ,,თხილობა 2020“ გაიმართება

წელს პირველად, 6 სექტემბერს, ზუგდიდში, თხილის ფესტივალი ,,თხილობა 2020“ გაიმართება. ფესტივალი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ტარდება.
თხილის ფესტივალი „თხილობა 2020“ მიზნად ისახავს ქვეყანაში თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება, რაც მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნულ დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, 6 სექტემბერს, ზუგდიდში მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის:
• 16:00 სთ-დან, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება თხილი და თხილის ნაწარმი, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, სამეგრელოსთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.
• 16:30 სთ-დან გაიმართება ელარჯისა და ჯანჯუხას მომზადების მასტერკლასები (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია).
• 17:30 სთ-ზე, გაიმართება გელა გნოლიძის ბენდის კონცერტი (დადიანების სასახლის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია).
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
თხილის ფესტივალს „თხილობა 2020“ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი: …….
თხილი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. ბოლო წლების განმავლობაში, თხილის წარმოება ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.
მიმდინარე წელს, საქართველოში თხილის ჭარბი და ხარისხიანი მოსავალია. 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 50 ათას ტონას შეადგენს, რაც 2019 წლის თხილის მოსავალს (35 ათასი ტონა) დაახლოებით, 30 %-ით აღემატება.

banner
წინა სტატიაშიფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულებს სხვადასხვა ტიპის ტრავმები და დამწვრობა აღენიშნებათ
შემდეგი სტატიაგლდანში გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს