10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

წელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 556 720 ლარი შევიდა

წელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 556 720 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 227 472 ლარის აკუმულირება მოხდა, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში.

ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 2 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში 87 501 855 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში 43 505 531ლარი.

ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.

banner
წინა სტატიაშიარაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანის სურვილს გამოთქვამენ
შემდეგი სტატიაილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება