,,წელს 10 ათასზე მეტ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, როგორც ადგილობრივ, ასევე,უცხოეთის ბანაკებსა და სეზონურ სკოლებში”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, უმაღლესი განათლების კუთხით პრიორიტეტული ხარისხის გაუმჯობესება იქნება. შესაბამისად, გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არაგეგმური მონიტორინგი და ავტორიზაციას, მხოლოდ მაღალი აკადემიური სტანდარტიის მქონე უმაღლესი სასწავლებლები მიიღებენ. აღნიშნულ პროცესში კი, ქართველებთან ერთად, ჩართულები იქნებიან ევროპელი ექსპერტები.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე, სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის აქტიურ თანამშრომლობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების აკადემიური მიმართულების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა დისტანციური სწავლების დანერგვაზეც, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში უცხოელ პროფესორთა რესურსის გამოყენებას და ქართველ პროფესორთა მხრიდან საზღვარგარეთ ონლაინ ლექციების წაკითხვას გულისხმობს.

საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმატებით ხორციელდება San Diego-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მიხიელ ჩხენკელმა ახალგაზრდულ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა. კერძოდ, თემატური ბანაკებზე, სადაც დასვენებასთან ერთად, ახალგაზრდები ახალ ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენენ. 2018 წელს, სახელმწიფო დაფინანსებით, 10 ათასზე მეტ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოეთის ბანაკებსა და სეზონურ სკოლებში. რაც, თავის მხრივ, კარგ შესაძლებლობას შექმნის ახალგაზრდული დიპლომატიის განსავითარებლად.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს
შემდეგი სტატია,,არსებულ ეკონომიკურ მოდელში იყო უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას”