„წელიწად-ნახევრის მანძილზე სააკაშვილის აფერისტობით თმააწეწილებო – ახლა გაუარა მაგ სიმულიანტს ყველაფერმა? ახლა კარგადაა? თუ გრცხვენიათ მაინც? წელიწად-ნახევარი სიმულიანტმა რომ ატყუა მთელი მსოფლიო“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სააკაშვილმა მთელი მსოფლიოა ატყუა.
„იმ ხალხს მინდა გკითხოთ წელიწად-ნახევარი თმაგაწეწილები რომ კიოდით ჩვენს მესამეს პრეზიდენტს პოლონიუმი დაალევინესო, მერე დემენცია აქვსო, მერე ხორცი შემოალპა და დღეები აქვს დათვლილიო, ისეთი რამე სჭირს მარტო უცხოეთში უნდა იმკურნალოსო – სტრასბურგის სასამართლომ რომ თქვა ძალიან კარგ პირობებშია და არსად, მათ შორის უცხოეთში არაა გადასაყვანიო. თან რომ გაირკვა რომ ცოლიც დააფეხმძიმა, თან რომ ჯერ უკრაინის ბედი ადარდებდა მხოლოდ და ახლა 100 პროცენტით ვერთვები ქართულ პოლიტიკაში.
ჰოდა წელიწად-ნახევრის მანძილზე სააკაშვილის აფერისტობით თმააწეწილებო – ახლა გაუარა მაგ სიმულიანტს ყველაფერმა? ახლა კარგადაა? თუ გრცხვენიათ მაინც? წელიწად-ნახევარი სიმულიანტმა რომ ატყუა მთელი მსოფლიო და აწვალა ქვეყანა ეგ ნორმალურია? რაღაც მანქანა მიიყვანეს და ასხივებენ მიშასო რომ კიოდნენ სააკაშვილის ტელევიზიები და წელიწად-ნახევარი სხვა არაფერი არ იყო სალაპარაკო თემა – მაგის მაინც არ გრცხვენიათ? სინამდვილეში „ოცნებას“ კოჭს რომ უგორებდით და განამტკიცეთ ხელისუფლებაში მაგას მაინც თუ აღიარებთ? კიდევ კარგადაა ეს ქვეყანა“, – წერს ალეკო ელისაშვილი.