წავკისში მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინელობისთვის დაკავებულის ადვოკატი-ბრალდებამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა რეალურად არ იცოდა ეს შემთხვევა, რომ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა მიაყენეს ჭრილობები, თუნდაც მკვლელობა რომ მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანრი ყურაშვილის ადვოკატმა, გიორგი სიმონიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც ყურაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

„ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა იმის შესახებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა იმისა, რომ სცოდნოდა აღნიშნული მკვლელობის და დაჭრის შესახებ.

ჩვენი მხრიდან სასამართლოსთვის 500 000 ლარის ოდენობით გირაო იქნა შეთავაზებული, რაც ნამდვილად უზრუნველყოფდა იმ საფრთხეების თავიდან არიდებას, რაც მოსამართლემ თავის განჩინებაში დაასახელა. ასევე 800 000 ლარამდე ოდენობით იყო შესაძლებელი ამ თანხის გაზრდა, მაგრამ სამწუხაროდ მან გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

რაც შეეხება იმას, რომ ყურაშვილმა სისხლიანი ნახა მასთან ერთად მყოფი სხვა ბრალდებულები, ეს გარემოება აიხსნება იმით, თუ გავყვებით პროკურორის ნათქვამს, რომ შურისძიების მოტივი წარმოიშვა, ესე იგი კონკრეტულ შემთხვევამდე რაღაც სხვა შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რასაც დაცვის მხარე ჯერ-ჯერობით ვერ გააჟღერებს, რადგან ვერსიებზე ვმუშაობთ. შესაძლებელია ეს იყო ჩხუბი, სადაც ბრალდებულები დაზიანდნენ და აქედან გამომდინარე მათ შესაძლოა, აღენიშნებოდათ სისხლის კვალი. შესაძლოა, მანქანაშიც ამიტომ იყო ეს კვალი , – აღნიშნა სიმონიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს”
შემდეგი სტატია,,თბილისის მერია 1,7 მლნ ლარს დახარჯავს იმ მომღერლებისთვის, ვინც ზურაბიშვილისთვის რამდენიმე კლიპი გადაიღო”