წავკისში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მამა-შვილის ადვოკატი – ბრალდებულები თავს იცავდნენ

ბრალდებულები თავს იცავდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს წავკისში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული მამა-შვილის, ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეების ადვოკატმა, გელა ტყეშელაშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, რადგან ფაქტი ისე არ მომხდარა, როგორც ამას სახელმწიფო ბრალდება აღნიშნავს.

„ბრალდებას ძალიან გაუძნელდება ამ სახით, რა სახითაც იქნა წარმოდგენილი, ბრალდების დადასტურება. პირიქით, ბრალდების მხარე ჩვენ გვეუბნება, დამისაბუთეთ, რომ თქვენ არ ჩაგიდენიათ დანაშაულიო, როდესაც ბრალის დასაბუთების ვალდებულება ბრალდების მხარის არის. ჩვენ არაფერს არ დავუსაბუთებთ და არაფერს არ გავცემთ პასუხს, ჩვენ თავს დავიცავთ აუცილებლად.

რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ დანაშაულს, რადგან ეს ყველაფერი ასე არ მოხდა. მათ დახვდნენ, ისინი ჩიხში მოიმწყვდია არაერთმა ადამიანმა. ბრალდების დადგენილებაში კი მხოლოდ სამი ადამიანი წერია. იმ დროს, როდესაც მათ 15 ადამიანი სცემდა და 10 გვერდში ედგა. თავად დაინახეთ, აბულაძეები როგორი ნაცემები არიან. რა თქმა უნდა, ბრალდებულები თავს იცავდნენ.

დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებად გავასაჩივრებთ, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, წავკისში, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა, მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებულ სამივე პირს, გიორგი აბულაძეს, ნიკოლოზ აბულაძეს და ანრი ყურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

banner
წინა სტატიაში,,თბილისის მერია 1,7 მლნ ლარს დახარჯავს იმ მომღერლებისთვის, ვინც ზურაბიშვილისთვის რამდენიმე კლიპი გადაიღო”
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ