წავიდა წონის აუხსნელი კლება, რაც სავარაუდოდ, განპირობებულია იმით, რომ საკვებს ვერ იღებს – ექიმი სააკაშვილზე

ცენტრ “ემპათიას” წარმომადგენელი, ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.

როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.

“წავიდა წონის აუხსნელი კლება, თუმცა სავარაუდოდ, ეს კლება განპირობებულია იმით, რომ ის ვერ იღებს საკვებს. აქვე არის ზოგიერთ ელექტროლიტის გაურკვეველი, არალოგიკური დინამიკა. ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონის განსაზღვრა არის სასწრაფო და აუცილებელი. ჰორმონების დიაპაზონის ნორმის გასვლიდან შესაძლოა, დამძიმდეს ნევროლოგიური სტატუსი. არადა, ნევროლოგიური სტატუსი აშკარად დამძიმებულია”, – თქვა ლალი ჯავაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსათვის“ შეიქმნება
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა