წარწერა “მკვლელებო” აჭარის მთავრობის სახლთან- ბათუმში ორი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში 2 აქცია მიმდინარეობს-  რამდენიმე წუთის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მედიის აქციის მონაწილეებმა წითელი საღებავებით წარწერების გაკეთება სცადეს, რასაც პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია.

აქციის მონაწილეებმა მაინც მოახერხეს კედლებზე და ასფალტზე – “მკვლელებოს” დაწერა.

მეორე აქცია კი სადაც სოლიდარობას უცხადებენ მედიას და საკუთარ პოზიციას გამოხატავენ მომხდარ ტრაგედიაზე, ერას მოედანზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სამძიმარს უცხადებენ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ამბობენ, რომ ქვეყანაში არავის უფლება დაცული არ არის.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქციის მონაწილეები “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიააქციაა ქუთაისშიც- “გადადგეს მკვლელების მფარველი ღარიბაშვილი”