წარწერა “ირაყლის” გამო დაკავებულები 500 ლარით დააჯარიმეს

ბანერებსა და მაისურებზე წარწერა “ირაყლის” გამო ივნისში დაკავებული უფლებადამცველები და აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მისი თქმით, საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძისა და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით ცნეს და 500 ლარით დააჯარიმეს.

აქტივისტი ნოდარ სიხარულიძე კი სამართალდამრღვევად ორივე წარდგენილ ბრალდებაში ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს.

 

banner
წინა სტატიაშიიოზვიაკი: იქნება მწვანე შუქი და კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შეიძლება ამას დამატებითი პირობები დაამატონ
შემდეგი სტატიააშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა