თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი განზრახ შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს. შეჯახების შემდეგ იგი ავტომობილიდან გადმოვიდა და მათ ფიზიკური დაზიანებებიც მიაყენა. მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად, ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო ჩარევის წყალობით მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


















