“წარსდგნენ სასამართლოს წინაშე გომელაურის მთლიანი ეს ჯგუფი…ყველა აგებს პასუხს უმკაცრესი ზომებით”

პანკისში დღეს აქცია იმართება. ხეობის მცხოვრებლები იმ სპეცოპერაციის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, რა დროსაც სპეცრაზმის მიერ გასროლილ ტყვიას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ სუს-ის უფროსმა და ყველამ, ვინც აღნიშნული სპეცოპერაცია დაგეგმა კანონის წინაშე უნდა აგონს პასუხი:
“წარსდგნენ სასამართლოს წინაშე გომელაურის მთლიანი ეს ჯგუფი და ეს სპეცრაზმი, რომელიც შემოიჭრა ჩემთან სახლში. ეს მოთხოვნები აქვს ხეობის ხალხს, რამდენადაც მე ვიცი და მე თვითონაც ამას მოვითხოვ. მე არ მჭირდება ამ მთავრობის, რომ უნდა გამოიძიონ, ფაქტები უნდა, ეს არ არის, არანაირი ფაქტი არ არის. ეს იყო უმწეო, უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მომიკლეს და დარჩენილი ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადააქციეს. თუ სადმე კანონი არსებობს ბოლოს და ბოლოს ამ დუნიაზე, ამას მე დავამტკიცებ და ყველა აგებს პასუხს უმკაცრესი ზომებით” აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაში”ქართულ ოცნებას” ერთადერთი უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს – ბიძინა ივანიშვილი”
შემდეგი სტატიაEMC მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურას მიმართავს