წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი – ღარიბაშვილი

წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას.

„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ მოტივაციის ამ წახალისების მიცემა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის მოლდოვა, საქართველო, უკრაინისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი. რა გზავნილს უგზავნიან ისინი სხვა ქვეყნებს, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებს, რომ ესენი იყვნენ ლოიალური ქვეყნები უვიზო ხელშეკრულება გვქონდა, ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამჟამად ამას ყველაფერს ასრულებენ, შეიტანეს განაცხადი და ევროკავშირმა მიიღო უცბად გადაწყვეტილება, რომ არ მიანიჭოს სიმბოლური კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება შეცდომა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვა ომის დროს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს სამკურნალოდ მიიღებს – უკრაინული მედია
შემდეგი სტატიამთავარი ის კი არ არის, რას დაწერს ევროპარლამენტარი, მთავარია, როგორ აფასებს ქართული საზოგადოება შექმნილ ვითარებას და ვის აძლევს არჩევნებზე ხმას – ვოლსკი