წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას შევეგუოთ – აჭარიდან კოლონები დაიძრა

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რამდენიმე ადგილიდან თბილისისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსთაველზე დღეს აჭარის მოსახლეობა მრავალრიცხოვნად იქნება წარმოდგენილი. მათი მთავარი გზავნილია – თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.

ბათუმში შეკრებილები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დაანახებენ, რომ ოპოზიცია მრავალრიცხოვანია.

“წარმოუდგენელია, რომ შევეგუოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნას, ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოკიდებულებისთვის ყველაზე მეტს აკეთებს და დღეს ციხეშია, გვინდა, რომ დაბადების დღე მივულოცოთ”, – თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნება და პოლიტიკური პატიმრების დევნა არ შეწყდება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი უმსხვილესი საწარმოების მიმართ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიააშშ-ში „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა