წარმოუდგენელი გულგრილობა… დღეში 50-80 ადამიანი იღუპება და ეს ნორმააო გვეუბნებიან – ხოშტარია კოვიდსტატისტიკაზე

“არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა” – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკას.

“მერამდენე დღე თუ კვირა თუ თვეა, რაც 50-80 ადამიანი მიდის კორონას გამო. არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა. ეს ნორმააო გვეუბნებიან. ნორმაა, რომ ვერ ავცერით, არც მოგვიკლავს ამისთვის თავიო. წარმოუდგენელი გულგრილობა და ჩამოშლაა ეს.

ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება…”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშილელო მოუწოდებს ხელისუფლებას შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი
შემდეგი სტატიათურნავა – ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება