27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა, მხოლოდ ნანა გაიმეტეს 7 წლისთვის” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დღეს სასამართლოში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის „ოთხი ოქტომბრის“ საქმის ფიგურანტების მიმართ, განაჩენები გამოცხადდა. აღნიშნულს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.

“რა მოხდა დღეს მნიშვნელოვანი.

მარიამ მეყანწიშვილი მხოლოდ ჯარიმას გადაიხდის! ვულოცავ პირველ რიგში მის შვილს და რა თქმა უნდა მარიამს.

ამავე საქმეზე, განსაკუთრებულად სასტიკი აღმოჩნდა მოსამართე ნანა სანდერის მიმართ. მიუსაჯეს 7 წელი! წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა! ამხელა სასჯელისთვის

მხოლოდ ნანა გაიმეტეს, მიუხედავად იმისა რომ ყველამ იცის მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ამავე საქმეზე, აბო ნავერიანს და ანტონ უპერს მიუსაჯეს 5-5 წელი.

დღესვე, მეორე სასამართლო სხდომაზე, ოთხი ოქტომბრის სხვა საქმის ფიგურანტებს; სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, გაუფორმდათ საპროცესო და მიესაჯათ 1 წელი თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი პირობითი მსჯავრი. რამდენიმე თვეში დატოვებენ საპატიმროებს. საბა კორძაიას წელი და ექვსი თვე პატიმრობა, 3 წელი პირობითი. საპროცესოზე უარი თქვა მანუჩარ მიქელაძემ. ასევე, საპროცესოზე ბოლო წუთებში უარი თქვა სპორტსმენმა გიორგი კირვალიძემაც და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა”,_ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიბახმაროში უწყვეტი მონიტორინგი იწყება – რა განცხადებას ავრცელებს ჩოხატაურის მერია
შემდეგი სტატია“ამით არც ქვეყანა დაიქცევა და არც ალიანსი“ — ნიკა გვარამია