წარმოშობით ირანელ-აფხაზი რუსულენოვანი მწერალი, ფაზილ ისკანდერი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა. შემდეგ ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.
1990-იან წლებში სსრკ-ის სახელმწიფო გამომცემლობის აფხაზურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ეკუთვნის „სანდრო ჩეგემიდან“, „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ადამიანის სადგომი“, „კურდღლები და გველები“, „სოფიჩკა“ და სხვა.