წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – პუტინს ვერ მივცემთ ევროპაში მარშით გავლის საშუალებას

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მალე დამატებით დახმარებას გაუწევს როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დღესასწაულებამდე [ახალი წელი] მოხდება.

“ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ”, – თქვა მან.

სპიკერმა დასძინა, რომ ყველა, ვინც ამ საკითხში მონაწილეობს, ესმის, რომ ეს სწრაფად უნდა გადაწყდეს.

ჯონსონის თქმით, ისრაელისთვის დახმარება ახლა პირველ ადგილზეა შეერთებული შტატებისთვის, თუმცა უკრაინის დახმარებაც პრიორიტეტულ სიაშია. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა”, – თქვა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-ი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს