აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი ჰანტერ ბაიდენის საპროცესო შეთანხმებას აკრიტიკებს.
„ჩემი პირველი რეაქცია არის ის, რომ ამერიკაში გრძელდება ორსაფეხურიანი სისტემის გამოვლენა. თუ თქვენ ხართ პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, იუსტიციის სამინისტრო ცდილობს, ციხეში ჩაგსვათ და დაგაკისროთ თავისუფლების აღკვეთა. თუ პრეზიდენტის შვილი ხართ, მიიღებთ ძვირფას გარიგებას“, – აღნიშნა რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი სამ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ჰანტერ ბაიდენი ბრალს აღიარებს ფედერალურ გადასახადებთან დაკავშირებულ ორ დარღვევასა და იარაღის ფლობასთან დაკავშირებით.
შეთანხმების თანახმად, ჰანტერ ბაიდენს ბრალდება მოეხსნება, თუ ის ორწლიან პრობაციის პერიოდს გაივლის.