წარმოიდგინეთ, ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო – ნიკოლოზ გამყრელიძე

“წარმოიდგინეთ, მე ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია და არაფერი. ის თანამშრომელი უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო. ანუ ეს ვირუსი ძალიან მარტივად გადამდებია, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძის შვილმა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განცხადებით, კორონავირუსი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის ნაკლებად საშიშია, თუმცა შეიძლება სავალალო იყოს ასაკში მყოფებისთვის ან ახალგაზრდებისთვისაც, თუ მათ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ.ეს არის, დაახლოებით 10 კვ.მ-იანი ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადა და აღწერა მისი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული სივრცეში გატარებული დრო”,-აცხადებს ნიკოლზ გამყრელიძე

 

 

https://youtu.be/b-jVWLCZeKk

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ გამყრელიძე მამაზე- „თვითონ ნერვიულობდა, რომ მე არ მენერვიულა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ერთვება