წარმოგიდგენიათ ნებისმიერი პროფესიონალი ჯარი, რომელიც ცხედრებს გადააბიჯებს და მათ უბრალოდ დატოვებს? ამის დაჯერება არ შემიძლია – ეს ფაბრიკაციაა -რუსეთის ელჩი ბუჩაზე

რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინიმ განაცხადა, რომ ბუჩაში ომის დანაშაულებებზე ბრალდებები ფაბრიკაციაა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასვლის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, ცხედრების არსებობაზე მტკიცებულება არ ყოფილა.

„წარმოგიდგენიათ ნებისმიერი პროფესიონალი ჯარი, რომელიც ცხედრებს გადააბიჯებს და მათ უბრალოდ დატოვებენ? ამის დაჯერება არ შემიძლია, ეს არაპროფესიონალურია. ჩვენი აზრით, ეს ფაბრიკაციაა. ის მოლაპარაკებების შესაწყვეტად გამოიყენება. კონფლიქტის დასაწყისში, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა. უკრაინელებს ჰქონდათ კონსტრუქციული პოზიცია, შემდეგ კი შეიცვალა, ვიღაცამ გამოიყენა ეს სიტუაცია მოლაპარაკების გასაწყვეტად და ახლა ჩიხში ვართ“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიმედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შესაძლოა, ემბარგოს დაწესება გადადოს
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე სკანდალურ ვიდეოზე – „შენ ეზოში ძროხა არ შემოსულა?!“